თქვენი ობიექტის საინჟინრო სისტემები — ერთ პასუხისმგებელ გუნდთან
ელექტროობა, გათბობა-გაგრილება და გენერატორი სასტუმროებისთვის, ოფისებისთვის, მაღაზიებისთვის, კაფეებისა და რესტორნებისთვის. ვმართავთ სამუშაოს, ვაღრიცხავთ ყველა დანადგარს და ვემსახურებით ფიქსირებული თვიური ფასით. ყველა დანადგარს აქვს QR კოდი: დაასკანერებთ და ნახავთ მის ისტორიას.
- 2019
- წლიდან ვემსახურებით ბიზნესებს
- QR
- კოდი ყველა დანადგარზე
- 1 000 ₾
- დან, თვეში, ერთ ობიექტზე
- 1 ვიზიტი
- გეგმიურად ყოველ თვეში
საინჟინრო მენეჯმენტი, აღრიცხვა და მომსახურება
საინჟინრო მენეჯმენტი
ვგეგმავთ სამუშაოს, ვმართავთ ქვეკონტრაქტორებს და ვაკონტროლებთ ვადებსა და ხარჯს. თქვენ ერთ პასუხისმგებელ გუნდთან გაქვთ საქმე.
დანადგარების აღრიცხვა
ყველა დანადგარი აღრიცხულია სერიული ნომრით, მდებარეობით, ფოტოთი და გარანტიით. თითოეულს აქვს თავისი QR კოდი.
მომსახურება
გეგმიური და გამოძახების ვიზიტები. ყოველი სამუშაო იწერება დანადგარის ისტორიაში.
ყველა დანადგარს — თავისი QR კოდი
დაასკანერეთ ტელეფონით და ნახეთ დანადგარის სრული ისტორია: რა გაკეთდა, როდის და ვინ გააკეთა, გარანტიის პირობები და შემდეგი გეგმიური ვიზიტი.
- 01აღწერისას ყველა დანადგარზე ვაკრავთ QR სტიკერს
- 02თქვენი თანამშრომელი ან ტექნიკოსი ასკანერებს ტელეფონით
- 03იხსნება დანადგარის ბარათი: ისტორია, ფოტოები, გარანტია და მოთხოვნის გახსნა
დანადგარის ისტორია
- 12.10გეგმიური ვიზიტი: ფილტრების წმენდა
- 03.09შეკეთება: დრენაჟის გაწმენდა
- 15.06გეგმიური ვიზიტი: რეჟიმების შემოწმება
ყველაფერი, რაც თქვენს ობიექტზე ხდება — ონლაინ
Helpdesk, ინვენტარი, ანგარიშები და ისტორია ერთ პორტალში. წვდომა გაქვთ თქვენც და თქვენს გუნდსაც.
Helpdesk
მოთხოვნას ხსნით კონკრეტულ დანადგარზე და ხედავთ სტატუსს და მიმოწერას.
ინვენტარიზაცია
ყველა დანადგარი სერიული ნომრით, მდებარეობითა და აღწერით.
ანგარიშები
რეპორტინგი ყველა დანადგარზე: ვიზიტები, შეკეთებები, ღია მოთხოვნები.
ფოტოგალერეა
დანადგარისა და შესრულებული სამუშაოს ფოტოები, ვიზიტის თარიღით.
მათთვის, ვინც ობიექტზე პასუხისმგებელია
ხარჯი წინასწარ ცნობილია
ფიქსირებული თვიური ფასი; პაკეტს მიღმა სამუშაო მხოლოდ თქვენი დადასტურებით.
სრული სურათი ყველა დანადგარზე
რეესტრი სერიული ნომრებით, ვიზიტების გრაფიკი და ისტორია პორტალში.
ბიზნესი არ ჩერდება
გეგმიური შემოწმება პრობლემას ავარიამდე აჩენს.
სამი ნაბიჯი პირველი ზარიდან მომსახურებამდე
- 01
აღწერა და შეფასება
მოვდივართ ობიექტზე, ვადგენთ დანადგარების სიას და გიგზავნით ზუსტ ფასს.
- 02
ხელშეკრულება და გეგმა
ყველა დანადგარს ვანიჭებთ სერიულ ნომერს და QR კოდს, ვადგენთ გეგმიური ვიზიტების გრაფიკს და გაძლევთ წვდომას პორტალზე.
- 03
მომსახურება
ყოველთვიური ვიზიტები, რეაგირება მოთხოვნებზე და სრული ისტორია თითოეულ დანადგარზე.
როგორ ვმუშაობთ ობიექტზე
რეალური კადრები ჩვენი ობიექტებიდან: სასტუმროები, საწყობები, სიმაღლეზე სამუშაო და ოპტიკური ქსელები.
ერთი პაკეტი, ფასი ობიექტის ზომით
- თვეში 1 გეგმიური ვიზიტი
- რეაგირება მოთხოვნებზე და მცირე შეკეთება
- დანადგარების რეესტრი და ისტორია ონლაინ
ფასი ერთ ობიექტზე. საბოლოო თანხას ვაზუსტებთ აღწერისას, ობიექტის ზომისა და დანადგარების რაოდენობის მიხედვით.
მოითხოვეთ შეფასებადაიწყეთ ობიექტის აღწერით
მოვალთ ობიექტზე, აღვწერთ დანადგარებს და გიგზავნით ფასს და გეგმას.