ვისთვის
მათთვის, ვინც ობიექტზე პასუხისმგებელია
დირექტორს ხარჯის კონტროლი სჭირდება, საინჟინრო მენეჯერს — სრული სურათი, მფლობელს — ბიზნესი, რომელიც არ ჩერდება. ერთი მომსახურება სამივეს პასუხობს.
დირექტორს
ხარჯი წინასწარ ცნობილია
- ფიქსირებული თვიური ფასი
- პაკეტს მიღმა სამუშაო მხოლოდ თქვენი დადასტურებით, ფასი წინასწარ
- ერთი ხელშეკრულება და ერთი პარტნიორი სამივე მიმართულებაზე
საინჟინრო მენეჯერს
სრული სურათი ყველა დანადგარზე
- დანადგარების რეესტრი სერიული ნომრებით
- გეგმიური ვიზიტების გრაფიკი და მომსახურების ისტორია პორტალში
- ქვეკონტრაქტორებს ჩვენ ვეძებთ და ვმართავთ
მფლობელს
ბიზნესი არ ჩერდება
- გეგმიური შემოწმება პრობლემას ავარიამდე აჩენს
- მოთხოვნაზე რეაგირება და სტატუსი ონლაინ
- ერთი პასუხისმგებელი გუნდი, რამდენიმე ხელოსნის ნაცვლად
ობიექტები
ვის ვემსახურებით
სასტუმრო
ნომრების, ლობისა და ტექნიკური ოთახების ელექტროობა და კლიმატი. სამუშაოს ვგეგმავთ ისე, რომ სტუმარი არ შეწუხდეს.
მაღაზია
განათება, კლიმატი და სარეზერვო კვება. მაღაზია სამუშაო საათებში არ უნდა გაჩერდეს.
კაფე და რესტორანი
დარბაზისა და სამზარეულოს ელექტრომომარაგება, გათბობა-გაგრილება და გენერატორი, პიკის საათების გათვალისწინებით.
დაიწყეთ ობიექტის აღწერით
მოვალთ ობიექტზე, აღვწერთ დანადგარებს და გიგზავნით ფასს და გეგმას.